SK PHAZOL

სერთიფიკატები:
FDA 21 CFR 172.878,
FDA 21 CFR 178.3620,
FDA 21 CFR 573.680,
FCC 4TH.

SK Phazol – თეთრი მინერალური მაღალხარისხოვნად გაწმენდილი ზეთები სიბლანტის მაღალი ინდექსით დანამატების გარეშე ისეთ კვანძებში გამოსაყენებლად, სადავ მოთხოვნები ზეთის სიწმინდისადმი  წარმოადგენენ განმსაზღვრელს და სადაც სამედიცინო თეთრი ზეთების გამოყენება გათვალისწინებულია კანონით. SK Phazol – გამჭვირვალე, უფერო, კრისტალურად სუფთა პროდუქტებია, რომლებიც არ შეიცავენ  ტოქსიურ მინარევებს (პოლიციკლურ არომატულ ნაერთებს, მძიმე ლითონებს, გოგირდს), გააჩნიათ მაღალი სტაბილურობა და შესანიშნავი ქიმიური ინერტულობა. ზეთები იწარმოება კორეისა და აშშ–ს ფარმაკოპეის სახელმძღვანელო დოკუმენტების მოთხოვნათა შესაბამისად.

ზეთები SK Phazol გამოიყენება წარმოების შემდეგ დარგებსა და საწარმოო პროცესებში:

მედიცინა და ფარმაცევტიკა:

  • ლაბორატორიებში და სამედიცინო ხელსაწყოებში, აპარატებსა და მექანიზმებში, როგორც მუშა სითხე;
  • სამედიცინო ინსტრუმენტების დამცველი დამუშავებისათვის; როგორც საბაზო საფუძველი თხევადი მალამოებისა და გარეგანი მოხმარების სხვა წამლების დასამზადებლად საავადმყოფოებში, აფთიაქებში და ვეტერინალურ დაწესებულებები; როგორც მასაჟის ზეთებისა და საფაღარათო საშუალებების ინგრედიენტი.
  • როგორც საფორმე ზეთი მინისა და პლასტმასის ჭურჭლის წარმოებაში და შესაფუთად სამედიცინო მიზნებისათვის.

კოსმეტიკური მრეწველობა:

  • როგორც საბაზო მასალა მალამოებისათვის, კანის კრემებისათვის, თმების მოვლის საშუალებებისათვის, ლოსიონებისათვის, მზისგან დამცავი და დამარბილებელი საშუალებებისათვის , ასევე ინგრედიენტებისათვის  საბავშვო ზეთებისათვის და შხაპის საშუალებებისათვის, ლიოსიონებისათვის, ტუჩის პომადებისათვის.

კვების მრეწველობა:

  • ფორმებზე წასასმელად (ტაფებისათვის და ა. შ.) საკონდიტრო ნაწარმების  (ფუნთუშები, ნამცხვრები, ვაფლი და ა. შ.) და პურფუნთუშეულის   ნაწარმის გამოსაცხობად (განსაკუთრებით ფორმიანი პურის);
  • კვერცხებზე, ახალ ბოსტნეულზე და ხილზე წასასმელად (როგორც დამცველი საფარი)’ როგორც შესახვევი ქაღალდის გასაჟღენთად (ბოსტნეულისა და ხილისათვის); პლასტმასისგან შესაფუთი მასალის წარმოებისათვის (პლასტიფიკატორის სახით); როგორც დანადგარების ხაზების კვანძების ძირითადი შესაზეთი მასალა საკონსერვო, რძის, ლიმონათის, ლუდის და ალკოჰოლურ მრეწველობაში.

ქიმიური ინდუსტრია:

  • პოლიპროპილენის, ცელოფანის, პენოპლასტის, პოლივინილქლორიდის, პოლივინილაცეტატის, პოლისტიროლის დამზადებისას (როგორც პლასტიფიკატორი და შემზეთი შემავსებელი);
  • როგორც საფორმე ზეთი და საზეთი მასალა პლასტმასების ექსტრუზიული გადამუშავებისას;
  • როგორც მატარებელი პესტიციდებისა და ინსექტიციდების წარმოებისას.

საფეიქრო მრეწველობა:

  • საქსოვი და საკერავი მანქანების კვანძების დასაზეთად (თეთრ ან ფერად მასალასთან კონტაქტისას);
  • როგორც ტექნოლოგიური – ლაბადების, ქოლგებისა და სპორტული ტანსაცმლის ზედაპირების დამუშავებისას.
  • მაღალი სტაბილურობა და შესანიშნავი ქიმიური ინერტულობა სითბოსა და სინათლის ზემოქმედებისას, შესანიშნავი მდგრადობა დაჟანგვის მიმართ;
  • გაწმენდის მაღალი დონე და განსაკუთრებული დეარომატიზაცია უზრუნველყოფენ ქიმიურ ინერტულობას, გამჭვირვალობას (ფერის არარსებობა), სპეციფიკური სუნისა და გემოს არქონა;
  • უსაფრთხოების მაღალი დონე გაწმენდის მაღალი დონის (ტოქსიური პოლიციკლური არომატული ნაერთების, მძიმე ლითონების, გოგირდისა და მისი ნაერთების არარსებობა), მაღალტემპერატურული წარმოებისას მიკრობების სრული განადგურებისა და შეფუთვისა და ტრანსპორტირების სპეციალური მეთოდების ხარჯზე.

ძირითადი მახასიათებლები

  • მაღალი სტაბილურობა და შესანიშნავი ქიმიური ინერტულობა სითბოსა და სინათლის ზემოქმედებისას, შესანიშნავი მდგრადობა დაჟანგვის მიმართ;
  • გაწმენდის მაღალი დონე და განსაკუთრებული დეარომატიზაცია უზრუნველყოფენ ქიმიურ ინერტულობას, გამჭვირვალობას (ფერის არარსებობა), სპეციფიკური სუნისა და გემოს არქონა;
  • უსაფრთხოების მაღალი დონე გაწმენდის მაღალი დონის (ტოქსიური პოლიციკლური არომატული ნაერთების, მძიმე ლითონების, გოგირდისა და მისი ნაერთების არარსებობა), მაღალტემპერატურული წარმოებისას მიკრობების სრული განადგურებისა და შეფუთვისა და ტრანსპორტირების სპეციალური მეთოდების ხარჯზე.

მახასიათებლები

მახასიათებლები

XQ TOP

5W-30
კლასიფიკაცია API SM/CF
სიმჭიდროვე 15°C 0.8535
კინემატიკური სიბლანტე 40°С 70,61
კინემატიკური სიბლანტე 100°С 11,94
სიბლანტის ინდექსი 166
ანთების ტემპერატურა, °С 234
დენადობის შემცირების ტემპერატურა, °С -42,5
საერთო ბაზის ნომერი (TBN) 5,93